საკარას დასახლებაში, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, არის უძველესი ნეკროპოლი. მორიგი გამოკვლევების დროს, არქეოლოგებმა იქ აღმოაჩინეს 2500 წელზე მეტი ასაკის 59 კუბოს ფართომასშტაბიანი სამარხი. კუბოები იპოვეს სპეციალურ სამარხში, 10-12 მეტრის სიღრმეზე.
არქეოლოგებმა ჟურნალისტების თვალწინ გახსნეს ერთ-ერთი კუბო — მათ აირჩიეს ყველაზე მდიდრულად მორთული სარკოფაგი. შიგნით მუმიფიცირებული ნაშთები იდო, რომელიც გახვეული იყო იეროგლიფებით და ნათელი ფერებით მორთულ ქსოვილში, — ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
მეცნიერთა აზრით, ამ სამარხებში მღვდლები და ძველი ეგვიპტის საზოგადოების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები იყვნენ მოთავსებული. სიკვდილის შემდეგ გვამებზე სპეციალური რიტუალები და პროცედურები ტარდებოდა, მათ შორის ტვინის მოშორება ცხვირის ღრუდან სპეციალური კაუჭის გამოყენებით.
გათხრები თანდათანობით მიმდინარეობს — ეს 59 სარკოფაგი ამოღებულია 2019 წლის აგვისტოდან და მხოლოდ ახლა იქნა წარმოდგენილი საზოგადოებისთვის. ეგვიპტის ტურიზმის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არქეოლოგები მალე გამოაქვეყნებენ ინფორმაციას სხვა აღმოჩენებზეც.
Посмотреть эту публикацию в Instagram
ფოტოები: Scanpix