დღეს NDI-ის კვლევები გამოქვეყნდა

0
318

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე — ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას? — 59% პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.

36%-ს ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 88% არჩევნებზე წასვლას აპირებს. გამოკითხულებს დაუსვეს ღია კითხვა: რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს? პარტია მათ თავად უნდა დაესახელებინათ.

გამოკითხულთა მხოლოდ 27%-მა მიუთითა კონკრეტული პარტია.

64%-მა ჯერაც არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

9% ამბობს, რომ ხმას არც ერთს არ მისცემს.

NDI მიუთითებს, რომ ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

შესაბამისად, ორგანიზაციის განცხადებით, ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, ყველა რესპონდენტიდან, ქართულ ოცნებას ხმას 17% აძლევს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას — 5%.

იმათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდა (73%), ქართულ ოცნებას ხმას 21% მისცემდა, ენმ-ს — 4%; არ ვიცი+უარი პასუხზე — 63%;

იმათ შორის, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს და ამასთან, გადაწყვეტილი აქვს, ხმას ვის მისცემს (მათი წილია 32%), ხმები ასე ნაწილდება:

ქართული ოცნება — 41%;

ენმ — 9%;

არ ვიცი+უარი პასუხზე — 41%; ასევე NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესი ნაწილი, 67% ეკონომიკის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.

33%-ისთვის მთავარი ეკონომიკური პრობლემა ფასების ზრდაა;

22%-სთვის სიღარიბე;

20% მიიჩნევს, რომ მთავარი ეკონომიკური პრობლემა დაბალი ხელფასებია;

18%-სთვის ეს — დაბალი ხელფასებია;

11%-ისთვის — მაღალი გადასახადები;

10% მთავარ ეკონომიკურ პრობლემად კორონავირუსს ასახელებს;

6% — საზღვრების ჩაკეტვას;

5% — კორუფციას და ნეპოტიზმს;

5% — ტურისტების ნაკლებობას;

NDI-ის დაკვეთით, კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 6-11 აგვისტოს ჩაატარა. სატელეფონო გზით გამოიკითხა 2 045 ადამიანი.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ