სხვადასხვა

დღეს 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია ისევ განახლდება-გადადგეს გიორგი გახარია!

აქცია პარლამენტის წინ გრძელდება, გუშინ გვიან ღამით  ცოცხალი ჯაჭვითა და საქართველოს ჰიმნის შესრულებით დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა ხელჩაკიდებულებმა პარლამენტს  ცოცხალი ჯაჭვით შემოავლეს წრე და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20 ივნისის სისხლიანი მოვლენები და ოკუპაცია.

მოთხოვნა კვლავ უცველია,გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი  გიორგი გახარია, გათავისუფლდნენ აქციის ღამეს დაკავებულები, დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც გადაამეტეს ძალას.

დღეს 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია ისევ განახლდება.

«რეალურად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების გეგმები არის უცვლელი. ჩვენ ყოველ დღე მოვდივართ აქ, სამსახურში 7 საათზე, პარლამენტის წინ. ახალგაზრდებს გვახასიათებს კრეატიული აზრები, ამიტომ შევეცდებით, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ და თუ დაგვჭირდა ორი კვირის შემდეგ, მაქსიმალურად ბევრი კრეატივი დავდოთ, მაქსიმალურად ბევრი ხმაურით შევაწუხოთ ჩვენი ხელისუფლება,»-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძე.

Loading…

მსგავსი პოსტები

ნეპალში ავიაკატასტროფის მსხვერპლთა რაოდენობა 68 მდე გაიზარდა

28 წლის ახალგაზრდა ოკუპანტების მიერ იქნა ნაცემი და ნაწამები, როგორც ტატუნაშვილის შემთხვევა-მარიამ ჯიშკარიანი

Joni Kvaracxelia

თბილისის ცენტრში წყალმა ამოხეთქა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი