გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დღეს მოუსმენენ გარემოს დაცვის, პარლამენტისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დაბა კაზრეთში, გარემოს დაბინძურების საკითხებზე გაიმართება. საპარლამენტო ოპოზიცია დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით სათანადო კომისიის შექმნას მოითხოვს, თუმცა მმართველი გუნდი საკითხის საჭიროებას ვერ ხედავს. სხდომა დღეს 13:00ზე გაიმართება.