covid-19განცხადება/მიმართვა

დღეს 10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტირება კორონავირუსზე და ყველასთან პასუხი იყო უარყოფითი-მარინა ეზუგბაია

ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს კორონავირუსზე  ჩატარებული 10 ტესტიდან ყველა უარყოფითია.

“დილის შემდეგ, ჯერჯერობით მონაცემები არ შეცვლილა. დადასტურებულია 73 პაციენტი, აქედან 32 არის ჩვენი პაციენტი, გაწერილია 10 პირი. ანუ ჩვენს ცენტრში მკურნალობს 32 პაციენტი. 73 პირიდან 31 პაციენტი არის ხუთ სხვა „კოვიდის“ მიმღებ დაწესებულებაში. არსებული სიტუაციით, დილის მონაცემებით 10-მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტირება და ახალ პაციენტებთან ყველასთან პასუხი იყო უარყოფითი. ასევე უარყოფითია სამი ძველი პაციენტის პირველადი ტესტირება , ანუ გამოჯანმრთელებისთვის ჩატარებული ტესტირება”-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

“ეს იქნება მხოლოდ კარგი, ეს იქნება კიდევ მეტი სტიმული საქართველოსთვის…”-მდინარაძე

roma sajaia

“თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ კომუნიკაცია მთავრობასთან უკვე დაიწყო…”-მალხაზ მაჩალიკაშვილი

კორონავირუსის მდგომარეობა საქართველოში

დატოვე კომენტარი