ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.
სასამართლო, რომელიც არ არის დამოუკიდებელი;
ხელისუფლება, რომელიც არ იდგა საზოგადოების მხარეს;
საპატრიარქო, რომელიც ვნახეთ, როგორ იქცეოდა;
სახელისუფლებო პროპაგანდა, რომელიც ხელს უწყობდა ძალადობის მიჩქმალვას…
ესენი ყველანი იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის გამო.
ამით დადასტურდა, რომ ცვლილებები შესაძლებელია და ამ ცვლილებების ავანგარდში დგანან არასამთავრობო სექტორი და კრიტიკული მედია. უზარმაზარია ამ საქმეში შესანიშნავი სახალხო დამცველის როლი.
ცალკე უნდა აღინიშნოს ანა აბაშიძისა და სხვა ძალიან მაგარი ქალების თავდაუზოგავი ბრძოლა. კაცებს არ ეწყინებათ 🙂
ვფიქრობ, დღევანდელი ფაქტი გარდამტეხი უნდა გახდეს. საზოგადოებას იმედი ჩაესახა, რომ არაფერია დაკარგული. ამასთან, ყველა ზემოთ დასახელებულ ჯგუფს ექნება რევანშის გამძაფრებული სურვილი, რადგან ვნახეთ, როგორ მოუგო ხელისუფლებამ საზოგადოებას ბასიანის ბრძოლით დაწყებული ყველა სხვა წინააღმდეგობა.
ამიტომ პოლიტიკურმა პარტიები უნდა მიხვდნენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და კრიტიკულმა მედიამ მატ ჩამოართვა დროშა. პარტიებს ბევრი მუშაობა მოუწევთ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უმეტესობამ სწორი პოზიცია დაიკავა.
პრეცედენტი არსებობს, დანარჩენი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული !”
