“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს ფილარმონიაში ახალი პარტიის “დაიცავი საქართველოს” დაფუძნებას გამოეხმაურა.
“დღეს ფილარმონიაში ოლიგარქიული განხეთქილების ვაშლად მოგვევლინა—— ე.წ. დაიცავი საქართველო—–დიახ საქართველო მათგან მართლა დასაცავია——–ესაა ვერა-ვაკის სეპარატისტული დაჯგუფება,საკუთარი ქვეყნის სისხლით,მიწით და ლუკმით მოვაჭრე სოვდაგრები.მათი მოცილება ქართული პოლიტიკიდან უდრის დიდი საქართველოს აღდგენას. სქემა კვლავ მარტივია—–ამჯერად უკვე ივანიშვილს მობეზრდა მათი დაფინანსება და პოლიტიკურ სიმაღლეებზე შენარჩუნება, პასუხად მთელი ყვავ-ვორნები გადაბარგდნენ ამჟამად ოლიგარქისგან გაკულაკებულ მეორე მილიარდერ,ჩვენი სისხლის მწოველ ხაზარაძის დოლარებით სავსე მუთაქაზე,იქვე მილიონებით მათ ელოდებიან მხედრიონელი მკვლელი მილიონრები……. ზარალა—-იგივე გიორგი რამიშვილი,ტილიკა—იგივე ლევან კაჭარავა, რიჟა—– იგივე გიორგი კაპანაძე ,აგროჰაბელი მხედრიონელი–აკაკი ახვლედიანი,აჭარაბეთის მფლობელი,ჩვენი შვილების დამაქცეველი–თემურ უგულავა და უბოროტესი სიგარეტების კონტრაბანდისტი ,ტვ-პირველის მფლობელი ჭუტა წერეთელი და სხვები.მიზანი—–არ დაუშვან ოლიგარქიისაგან უკონტროლო ძალების მოსვლა ქართულ პოლიტიკაში,ტრადიციულად პირველ რიგში ჩვენი, ლეიბორისტული პარტიის,როგორც ეს გაგვიკეთეს 2003 წელს,2012 წელს.თუ ახალი სპონსორები მათ ფაქიზ საჭმლის მომნელებელ სისტემას მოაკლებენ სპონსორირებას მაშინ ისინი ძე-ასულ შეცდენილებად კვლავ დაუბრუნდებიან ძველ მამა-მარჩენალს ან გააგრძელებენ სხვა, ახალი დამფინანსებლებისაკენ დაუოკებელ სრბოლას.აი ჩვენი ეპოქის ანატომია.ან გამოვალთ ამ ჯადოსნური ხაფანგებიდან ან გავიწირებით.მე მაინც მგონია რომ გამოვალთ!!!”-წერს შალვა ნათელაშვილი
