საქართველოს პრემირ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია “იმედის”ეთერში საბანკო რეგულაციებზე ისაუბრა:
„დღეს საქართველოში 600 ათასი ადამიანი დაცულია კრედიტორების წნეხისაგან. აღდგენილია სამართლიანი თამაშის წესები. მოხდა საპროცენტო განაკვეთების დაწევა იპოთეკურ სესხებზე. შემცირდა 3-4%-ით. სესხებზე არის განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის ჭერი“
„ჩვენ მივიღეთ უმძიმესი მემკვიდრეობა როცა თითოეული მოქალაქე იყო დაუცველი კრედიტორების მიმართ. იყო 700-800%-იანი სესხები. შეიძლება ადამიანს სესხის 90%-ი ჰქონოდა გასტუმრებული და დაერიცხათ 50 ათასიანი ჯარიმა. მას დაეკარგა სახლი, მანქანა და პერსპექტივა.“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
Loading…
