პოლიტიკა

დღეს საქართველოში სომხეთის პრეზიდენტი ჩამოდის

თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანისა და ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 15 აპრილს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

მსახიობი კახა გოგიძე და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველში ნორვეგიის სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

Joni Kvaracxelia

ვანო მერაბიშვილი თავისუფალია-პირველი კადრები მატროსოვის ციხიდან(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

„იარაღი რომ მქონდეს ეხლავე გესვრიდი“. სოსო რობაქიძე ირაკლი ოქროაშვილს მოკვლით დაემუქრა.

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი