სხვადასხვა

დღეს, საქართველოს პატრიარქმა სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე იქადაგა

დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სოფლის მეორნეობაზე იქადაგა სამების ტაძარში. ქადაგებისას ასევე შეეხო ემიგრანტებს. «დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპრქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მე მინდა დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება უნდა იყოს მაგალითი სოფლის მეურნეობაში. მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, სნოდან ვარ, როგორ უფრთხილდებოდნენ მიწის ნაკვეთს, საკარმიდამოს, არ იყო მოცდენილი არცერთი მეტრი მიწისა. ყველა დამუშავებული იყო. კარტოფილი, მწვანილი ითესებოდა, თიბვა იყო. დღეს, როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა აღარ ითიბება, საკარმიდამო არ მუშავდება. მინდა ვთხოვო ჩვენ სამღვდელოებას მაგალითი მიეცით სოფლის მოსახლეობას, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები. ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოს სამღვდელოებამ. გარდა მიწის დამუშავებისა უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა. ეს დიდად ამოსწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ქალაქს. რამდენიმე ხნის შემდეგ მე გავსინჯავ რამდენად შეასრულეთ ეს ლოცვა-კურთხევა. დიდი იმედი მაქვს, მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას».

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

2014-2017 წლებში საქართველოში 1409 მიუსაფარი ბავშვი აღირიცხა

Joni Kvaracxelia

«მთელმა ოჯახმა სცემა» -ახალგაზრდა ქალის და მისი მცირეწლოვან შვილის მიმართ შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოში აპრილის თვეში რუსეთიდან 113 138 ვიზიტი დაფიქსირდა

დატოვე კომენტარი