პოლიტიკა

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა დატოვა

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა დატოვა ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა გთავაზობთ მის პოსტს უცხვლელად: გთვაზობთ დეპუტატის განცხადებას უცვლელად:

«ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ.

შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას.

და რა იქნება მომავალში?-არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ
დავტოვო დეპუტატის მანდატი.

ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა სჩანს რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია..

მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების,, პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი.

თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი.

არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ.
პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ
ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება.

კიდევ ერთხელ-ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის.

წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ.

მრავალჟამიეეერ

ღმერთი ჰფარავდეს, დედა-სამშობლოს».

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

საბერძნეთი საქართველოს საზღვრებს უხსნის

Joni Kvaracxelia

რაში უხდიდა ბიძინა ივანიშვილი ფულს «ნაციონალურ მოძრაობას»?-ოქრუაშვილი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«ამაყობდი აგვისტოს ომის გმირი გენერლის დაკავებით, სამაგიეროდ — ჩატაევი ციხიდან გამოუშვი და შენი საყვარელი თემის, ცოცხების შემოქმედი სადისტი ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლე»-ოთო კახიძე თეა წულუკიანს

დატოვე კომენტარი