დღეს პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი მიიღო

0
363

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ სადაო კანონპროექტი დაამტკიცა. პროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილეს. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ