განცხადებებიპოლიტიკა

დღეს პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართება

პარლამენტის წინ უკვე 38 დღეა, საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, აქციის მტავარი მოთხოვნაა გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომლის სახელსაც უკავშირდება  20 ივნისის აქციის სისხლიანი დარბევა.

აქციის ორგანიზატორები დღეს რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

«მოგვიწია ისევ აქციების ფორმატში დაბრუნება და ამ ყველაფრის მიზეზი არის ზოგადად შექმნილი ფონი, არა მარტო პოლიტიკური, ეკონომიკური, მედია პლურალიზმი, რომელიც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის «რუსთავი 2-ის» პრობლემის სახით. რეპრესიებია ქვეყანაში და ჩვენ აღარ გვაქვს არავითარი უფლება, რომ ასე მშვიდ, წყნარ გარემოში, გადაცემის ფორმატში გავაგრძელოთ პროტესტი. ყველამ ერთად სამშობლოს სამსახურში 7 საათზე გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც პროტესტმა გაიარა და 200 და 300 კაცით ვერაფერს ვერ დავუშავებთ. დავუშავებთ კი არა, აუცილებლად გადავაყენებთ და არასდროს ჩვენი ხელისუფალი აღარ იქნება მოძალადე,“ — განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ამ კონფლიქტში რუსეთი არის დამნაშავე — იენს სტოლტენბერგი

Joni Kvaracxelia

თუ ნიკა მელიას დააკავებენ, ხელისუფლება საზოგადოების მხრიდან უფრო ძლიერ პროტესტს მიიღებს — გიგა ბოკერია

«სპორტული სექციები იქნება უფასო ბავშვებისთვის, რათა გამოგვეზარდოს ახალი კვარები, ბუდუები, ლოჩოშვილები»

roma sajaia

დატოვე კომენტარი