დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:
«მოგილოცავთ ბაიობის, ანუ პალმობის დღესასწაულს! დიახ, დღეს პალმობაა, რადგან უფალს პალმის რტოებს უფენდნენ. ასე ჰქვია მას სხვა ენებშიც. ბზა ქართველებმა (და ზოგიერთმა ხალხმა) მოვიგონეთ, რადგან პალმა ჩვენს ქვეყანაში არ ხარობდა და ჩავანაცვლეთ. ახლა მალე აღარც კოლხური ბზა იხარებს ამ ბრაკონიერობის და მცენარის მასობრივი დაავადების წყალობით, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. დღეს, როდესაც პალმის მოშენება პრობლემა აღარაა, იქნებ დაგვეწყო ბზის ჩანაცვლება პალმით, ამით ბზა გადარჩებოდა და დღესასწაულიც ავთენტური მცენარით აღნიშნებდა.
ფოტოზე: ბაიობა/პალმობა იერუსალიმში
Loading…