განცხადებები

«დღეს მე ვმოღვაწეობ პარტია «ქართულ ოცნებაში»- სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი  მაღალჩინოსანი  სოსო გოგაშვილი «შაბათის კურიერში» საუბრობს, რომ  ის დღეს პარტია «ქართულ ოცნებაში» მოღვაწეობს.

«დღეს მე ვმოღვაწეობ პარტია «ქართულ ოცნებაში»… სადამსჯელო დანაყოფი არ არის, რომელიც გამოავლენს და დასჯის ადამიანებს. ჩვეულებრივ, როგორც ყველა პარტიულ დანაყოფში, ასევე ჩვენთანაცაა. ეს სამსახური ჩემი იქ გადასვლის შემდეგ არ შექმნილა. სამსახური იქ არსებობდა და მე შევუერთდი ამ სამსახურს. გადავედი იქ, ფაქტობრივად, დავბრუნდი იქ, საიდანაც დავიწყე. ეს ორგანიზაცია არის ორგანიზაცია, სადაც მე დავიწყე პოლიტიკაში ფეხის ადგმა და შევედი პარტიაში. აქედან გამომდინარე, დამსახურებული პენსია, არავინ იცის, ხვალ სად იქნება გოგაშვილი. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, გუნდთან ერთად გუნდის შიგნით სად ვიქნები,» — განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ნატოს გენერალური მდივანი: საქართველო უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას

სინოდის სხდომაზე ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო-მეუფე სტეფანე სინოდის სხდომის დეტალებზე საუბრობს

კელი დეგნანის მოწოდება პოლიტპარტიების მიმართ

დატოვე კომენტარი