დღეს მადრიდში ნატოს სამიტი იწყება

0
26

დღეს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატო-ს სამდღიანი სამიტი იწყება. ნატო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ალიანსის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უსაფრთხოების ყველაზე აქტუალური საკითხები და დაამტკიცონ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.
„მადრიდის სამიტი განსაზღვრავს ნატო-ს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათწლეულისთვის და შემდგომში, რაც უზრუნველყოფს ალიანსის ადაპტირებას ცვალებად მსოფლიოსთან და მილიარდი ადამიანის უსაფრთხოების დაცვას,“ — ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სამიტის დღის წესრიგი, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს იმის განხილვას, თუ როგორ იმოქმედა უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ და ევროპაში უსაფრთხოების ახალმა რეალობამ ნატოს შეკავებისა და თავდაცვის მიდგომაზე.
სამიტს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა, მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გუშინ, სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ალიანსი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს.
„ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატო-ს უახლოეს პარტნიორებთან, მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის,» — აღნიშნა სტოლტენბერგმა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ