ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 21 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიისა და შატილის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში.
დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ ექნება
Loading…