პოლიტიკა

დღეს ზაზა სარალიძე ქვეყნის პრემიერ მინისტრს შეხვდება

როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, დღეს 14.00 სთ-ზე ზაზა სარალიძე პოლიტიკოსებთან ერთად  საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ეს განცხადება მან გუშინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. შეხვედრის მიზანია, აქციის მონაწილეებმა გაიგონ პრემიერისგან  მთავრობის გადადგომის შესახებ თარიღი. როგორც მათ განაცხადეს სხვა მოთხოვნა არც დადგება. თუკი კვირიკაშვილი უარს იტყვის გადადგომაზე მაშინ კვირას, 10 ივნისს დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქცია განახლდება ისევ რუსთაველის გამზირზე.

ამ განცხადების შემდეგ მან დატოვა რუსთაველის გამზირი, რადგან მისი თქმით მეუღლე შეუძლოდ გახდა და თვითონაც ვერ გრძნობს თავს კარგად.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ზურაბიშვილი პოლიტიკიდან მიდის?- პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

«გონს მოდით ყველა და დადეთ მიშას ჩამოყვანის გეგმა…»

დატოვე კომენტარი