სხვადასხვა

დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ თბილისის სხვადასხვა უბნებს

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს, 17 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ქოშიგორას დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კიბერშეტევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე-განადგურებულია მნიშნელოვანი ფაილები

1989 წლის 9 აპრილი

კიბერშეტევა «რუსთავი 2»-ზე-ტელეკომპანიის საიტი ხარვეზით მუშაობს

დატოვე კომენტარი