დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ბიულეტენები იბეჭდება საქართველოს პარლამენტის, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის. საერთო ჯამში, თბილისის 7 სტამბაში 3 725 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 7 102 600 ბიულეტენი. მათგან 3 160 900 განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 40 100 — საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის — 219 800, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, ჯამში — 584 000 ბიულეტენი, — განმარტავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. კომისიის თანახმად, ბიულეტენები დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც: ქართულ-აზერბაიჯანული ბიულეტენები მიეწოდება 213 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხური — 135 საარჩევნო უბანს.
დღეს დაიწყო საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა
Loading…