განცხადება/მიმართვა

დღეს გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში მოუსმენენ

არსებული ინფორმაციით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ.

„მინისტრის საათის“ ფორმატში   მინისტრი ისაუბრებს გაწეულ სამუშაოებზე და დეპუტატებს სამოქმედო გეგმას გააცნობს, მთავარი საკითხი შეეხება პანკისის ხეობაში  განვითარებულ მოვლენებს..

„კითხვები იქნება ყოველმხრივი, მათ შორის, კრიმინალთან დაკავშირებით, ასევე – საშინაო და საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით. ვიძლევი გარანტიას, რომ ჩვენი მხრიდან იქნება რეალური საგნობრივი კითხვები. რა თქმა უნდა, კითხვები პანკისსაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს უკვე და ვიცით, რატომ გახდა საჭირო პოლიციელების დამატებით შეყვანა ამ რეგიონში”, – განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

მივესალმებით რომ ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი-წმინდა სინოდი

საქართველო უნდა მოემზადოს უკრაინასთან საერთო საზღვრის არსებობაზე, სადღაც სოჭის მიდამოებში – მიხეილ სააკაშვილი

“შემაგინა და შევაგინე. რომ ლაპარაკობენ დაუსჯელობის სინდრომზე, ეს არ იქნებოდა დაუსჯელობა, მე რომ პასუხი არ გამეცა?”-რაზმაძე

დატოვე კომენტარი