დღეს გერმანია და საფრანგეთი ფრანგულ-გერმანულ მეგობრობას აღნიშნავენ

0
63

გერმანია და საფრანგეთი დღეს ფრანგულ-გერმანულ მეგობრობას ზეიმობენ .

ამ მრავლისმომცველი თანამშრომლობის ფუნდამენტს წარმოადგენს 1963 წლის 22 იანვარს ხელმოწერილი ელისეის ხელშეკრულება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ორ ქვეყანას შორის მეგობრობასა და ევროპაში მდგრად მშვიდობას.

აახენის ხელშეკრულებამ, რომელსაც ხელი 2019 წლის 22 იანვარს მოეწერა, კიდევ უფრო გააღრმავა თანამშრომლობა ყველა სფეროში.

გერმანულ-ფრანგული მეგობრობა საქართველოს საკეთილდღეოდაც არის მიმართული. გერმანიისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოები წელს განსაკუთრებული ძალისხმევით უჭერენ მხარს საქართველოს განვითარებას და ამას მომავალშიც გააგრძელებენ. განსაკუთრებით ინტენსიურია თანამშრომლობა ქართველ პარტნიორებთან ენერგეტიკის სექტორში, სადაც ერთობლივად იქმნება უკეთესი მომავალი. გარდა ამისა გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, რისი მაგალითიც ბოლოს 12 დეკემბრის ერთობლივი დეკლარაცია იყო.

ჩვენ შემართებით გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას არა მარტო ზემოთ ხსენებული მიმართულებებით, არამედ ასევე საგანმანათლებლო, კვლევით და ეკონომიკურ სფეროებში, რათა ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების გვერდით ვიყოთ ევროპასთან დაახლოების გზაზე.

paqtebu.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ