Uncategorizedსოცქსელი

დღეს «განწმენდის» დღე მაქვს… ფიქრისათვის სამი კვირა გაქვთ- ირაკლი ოქრუაშვილი თანამოაზრეებს ეძებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

«დღეს «განწმენდის» დღე მაქვს. მეგობრებიდან წავშალე 66 გაუქმდა გაუქმდა, გორის სილამაზის 12 სალონი, გორის და ხაშურის 25 პროფილაქტიკა, 150-მდე კრიშნა, რემბო, ფჰჯკუტქწ სფგჰჯ და მსგავსი. დავიმატებ ახალ მეგობრებს პარიტეტის დაცვით და შემდეგის გათვალისწინებით: ქოცები თავისით მტოვებენ, ნაცები კი ალყაში მიქცევენ. მეტწილად უპირატესობას მივანიჭებ შუაშისტებს, რომლებიც ჯერ კიდევ ახალგაღვიძებულებივით იზმორებიან.

ჩემდამი ბევრ სხვა პრეტენზიასთან ერთად ყოველთვის მესმოდა შემდეგი: გარემოცვა და გუნდი არ უვარგა, რად უნდოდა ქარელი, პადოშა, ბესელია და ა.შ.

უდავოა, რომ ყველა სერიოზული საქმისათვის საჭიროა სწორი ადამიანების შერჩევა და მონოლითური გუნდის შექმნა. ყოველთვის, როდესაც რაიმე სერიოზულს ვიწყებდი, ადამიანებს ვარჩევდი იქიდან საიდანაც შეიძლებოდა არჩევა. ასარჩევად საქმე კი არასდროს არ მქონდა, რადგან სუფთა, წესიერი, გამოცდილი და «უნაკლო» ადამიანები, როდესაც საქმე რისკიან გეგმებს ეხებოდა, მორალისტობდნენ, იმალებოდნენ და ბუჩქებიდან ყურებას ამჯობინებდნენ, რათა შემდეგ ამის გამო ვეკრიტიკებინე.

მოკლედ, ვაკოწიწებ გუნდს, რომელმაც ქვეყანას ცვლილება უნდა მოუტანოს. არ ვაპირებ პოლიტიკისათვის დამახასიათებელი კლიშეებით და სტერეოტიპებით ადამიანების შერჩევას ანუ აუცილებელი არაა პოლიტიკოსი იყო ან ერკვეოდე მასში. ისიც კარგად მესმის, რომ დიმიტრი გელოვანის პოვნა შეუძლებელია.

მოკლედ და კონკრეტულად, ვისაც ქვეყანა სტკივა კეთილი იყოს იმ ადამიანების მობრძანება.

მერე არ დამიწყოთ ეს რატომ გყავს ან ის რატომ გყავსო. თუ ცვლილება გინდათ თქვენ თვითონვე შეგიძლიათ და გელით.

პ.ს. იმ კასპელი ფილოსოფოსის არ იყოს, მეც ერთ ცხოვრებისეულ დასკვნამდე მივედი. კაცები, როგორც წესი, პოლიტიკაში და არამარტო პოლიტიკაში, არაფრისმაქნისები არიან. ამიტომ, განსაკუთრებით კეთილი იყოს შემტევი, ჭკვიანი, საქმისადმი ერთგული და პატრიოტი, ცნობადი და არაცნობადი ქალების მობრძანება.

პ.პ.ს. გნებავთ აქ მომწერეთ, გნებავთ მტრედს გამოატანეთ წერილი. ფიქრისათვის სამი კვირა გაქვთ.»-წერს ირაკლი ოქრუაშვილი

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

«კიდევ კაი წმინდა ნინომ არ იცოდა, რომ ეს მის გზას დაადგებოდა, თორემ აღარ ჩამოვიდოდა საერთოდ»-შალვა ნათელაშვილი

«ნინო გვენეტაძემ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო სასამართლო სისტემის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა»-ნიკა გვარამია

გიორგი ბოტკოველი აფრთხილებს იყალთოელ მაღალჩინოსნებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი