დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.
დონალდ ტრამპსა და მაიკ პენსს „დემოკრატების“ პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან. დონალდ ტრამპი თავის კონკურენტს კორუფციაში ადანაშულებს და „მძინარა ჯოს“ უწოდებს, ხოლო ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტრამპი ქვეყნისთვის „ყველაზე ცუდი ლიდერია“.
1960 წელს ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, პირველი საარჩევნო უბანი დიქსვილ-ნოტჩის დასახლებაში გაიხსნება, სადაც ამჟამად სულ 5 ადამიანი ცხოვრობს.
Loading…