დღეიდან ყაზახეთში 2 კვირიანი მკაცრი საკარანტინო ზომები იმოქმედებს

0
201

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ყაზახეთში 5 ივლისიდან ორკვირიანი მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდება. კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 11 მაისს გააუქმეს და ახლა ზომების გამკაცრების აუცილებლობა კვლავ დადგა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 1 644 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 45 719 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 15 556 პაციენტი, ხოლო 188 ინფიცირებული გარდაიცვალა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ