სხვადასხვა

დღეიდან საქართველოში სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა

დღეიდან საქართველოში სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო). ასევე, დასაშვებია მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე.

ოპერირებისთვის კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსონ, რის საფუძველზეც უწყების ზედამხედველობის სამსახური შეამოწმებს, ბიზნესოპერატორი იცავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. სამინისტროს უკვე მიმართეს საქმიანობის ონლაინრეჟიმში გაგრძელებისა და მომხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისით მიწოდების უფლების მოთხოვნით. მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიითა და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია 260-მდე ობიექტის შემოწმება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“თქვენი ადგილი პუტინის ტრ..შია და იქ გაერჭვეთ”-რატომ გაუბრაზდა ვასო ფხაკაძე პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს?

თბილისის ზღვაში მაშველებმა მეორე მოზარდიც გარდაცვლილი იპოვეს

უმძიმესი კადრები! გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველები არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ და მუშაობენ (ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი