სხვადასხვა

დღეიდან მოქალაქეებს ბათუმში გადაუდებელ დახმარებას მოტომედიკოსები გაუწევენ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახალი პროექტის – მოტომედიკოსების განხორციელებას იწყებს.

დღეიდან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადებული მოტომედიკოსები შეემატებიან, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ შეძენილი სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

Loading…

მსგავსი პოსტები

იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

ბაგრატის ტაძრის გალავნიდან მოზარდი გადმოვარდა

დათო სარალიძის აჭარულის ცეკვა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი