განცხადებები

დუმის თავმჯდომარე კობახიძეს იცავს

დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი კრემლის პროპაგანდისტულ რიტორიკას აგრძელებს და საქართველოს პრემიერს ირაკლი კობახიძეს ტანადგომას უცხადებს.

«ევროპული პოლიტიკა მოწამლულია სიძულვილის ატმოსფეროთი, რომელიც გამსჭვალულია ძალადობის კულტით მათ მიმართ, ვინც დამოუკიდებელ თვალსაზრისს ინარჩუნებს, რომელიც არ ემთხვევა აშშ-ს ხელმძღვანელობით დასავლური ელიტების ნეოკოლონიურ ინტერესებს. ევროპაში ჩვეულებრივი ამბავია ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან მათი შევიწროება, ვინც არაა მზად მათ ბრმად დაემორჩილოს. მაგალითები საკმარისია: უნგრეთი, სლოვაკეთი, საქართველო, სერბეთი, სერბთა რესპუბლიკა ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში. პირდაპირ ძალადობამდე მიდის.

როცა სლოვაკი დეპუტატები, თავიანთ პრემიერმინისტრზე თავდასხმას განიხილავენ, ამბობენ, რომ ამერიკული ლიბერალური მედია შეგნებულად არ აცხადებს, რომ ტერორიტი, რომელსაც რობერტო ფიცოს მკვლელობ სურდა, პროუკრაინელი პოლიტიკური ფაატიკოსია. ვაშინგტონი ავრცელებს ტყუილს, რათა დამალოს ის ფაქტი, რომ პოლიტიკური ძალადობა მათივე აქტივისტების მიერ გამოიყენება. ეს სიტუაცია ერთადერთი არაა.

როგორც საქართველოს პრემიერმა თქვა, მასთან საუბარში ერთ-ერთმა ევროკომისარმა რიგი ზომებით დააშინა, რომელთა მიღებაც დასავლელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, იმ შემთხვევაში თუ უცხოელ აგენტებზე ვეტოს დაძლევენ და მაგალითად სლოვაკეთის პრემიერე თავდასხმა მოიყვანა: ხედავ ფიცოს რა მოუვიდა და ძალიან ფრთხილად უნდა იყო. მუქარა, შანტაჟი და ძალადობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკის საფუძველი გახდა. ამას არ შეიძლება ზედაპირულად შევხედოთ და არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ განხილვებით და განცხადებებით. ყოველი ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეებმა კი პასუხი უნდა აგონ», — წერს ვოლოდინი Telegram არხზე.

მსგავსი პოსტები

«ერთი რამ კარგად მინდა გაითავისოთ!!!!»-ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას ადვოკატს მიმართავს

«ივანიშვილო შენც ხომ ხარ ქალიშვილის მამა.რამ ამოგაცალა გული»-ნათელაშვილი ივანიშვილს

«მილიიციიდან ქრთამის აღების გამო გაგდებულო ძაღლო»-გიგი უგულავა მდინარაძეს

დატოვე კომენტარი