აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და კონექტიკუტის შტატებში კარანტინის გამოცხადება გადაიფიქრა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
„კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს“, – წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ შტატების გუბერნატორებთან კონსულტაციის შედეგად მიღებულია გადაადგილების მკაცრი შეზღუდვის გადაწყვეტილება, თუმცა ოფიციალური აკრძალვა არ გამოცხადდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Loading…
