მსოფლიოში

დონალდ ტრამპი სენატმა იმპიჩმენტის საქმეზე უდანაშაულოდ სცნო

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ბრალდებაში გაამართლა. ტრამპის უდანაშაულოდ ცნობას 43-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო დამნაშავედ კი 57-მა სენატორმა ცნო.

იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდებოდა (100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა).

11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედებოდა. 14 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცხოვრების ფასის ზრდა ესპანეთში და უცხოური ინვესტორების გავლენა — როგორ აისახება ადგილობრივებზე

პაკისტანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

დატოვე კომენტარი