განცხადებებიმსოფლიოში

დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით სანქციებით შემოიფარგლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგანგებო განცხადება გააკეთა ირანის მიერ ერაყში აშშ-ის ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით.

«ვიდრე მე ვარ ამერიკის პრეზიდენტი, ირანს არ ექნება უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი»- ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმართვა.

«ბედნიერი ვარ რომ არავინ დაშავებულა, არ ყოფილა მსხვერპლი ჩვენი მხრიდან, ყველა ჩვენი ჯარისკაცი დაცულია. წინასწარი შეტყობინების სისტემამ კარგად იმუშავა. ჩვენ განვიცადეთ მინიმალური ზარალი» — განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ აშშ ახალ, მძლავრ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს ირანს და ეს სანქციები შენარჩუნდება, „სანამ ირანი არ შეცვლის თავის ქცევას“. „ჩვენი დიადი ამერიკული შეიარაღებული ძალები ყველაფრისთვის მზად არიან. ირანი, როგორც ჩანს, შეჩერდა,“ თქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, თადაცვის და სახელმწიფო მდივნებისა და გენერლების ფონზე მდგარმა ტრამპმა. „ჩვენი რაკეტები არის დიდი, მძლავრი, ზუსტი, მომაკვდინებელი და სწრაფი. შექმნის პროცესშია მრავალი ზებგერითი რაკეტა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს მძლავრი სამხედრო შეიარაღება მოგვეპოვება, არ ნიშნავს, რომ ის უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ არ გვსურს მისი გამოყენება. ამერიკის სიძლიერე — სამხედრო და ეკონომიკური — საუკეთესო შემაკავებელია“, თქვა დონალდ ტრაპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ სურს ნატოს სთხოვოს, უფრო მეტად იყოს ჩართული ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში. ამავე დროს მან დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდა, გამოვიდნენ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს ან ტელევიზორი და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს»-ქობულია

მიხეილ სააკაშვილი ხვალ აპირებს საქართველოში მის დაბრუნების გეგმებზე მიმართვის გაკეთებას

ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს-ალეკო ელისაშვილი

დატოვე კომენტარი