განცხადება/მიმართვა

“დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში არამხოლოდ უუნაროა, არამედ აღმოჩნდა, რომ მას ამის სურვილიც არ აქვს”

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას გამოეხმაურა  და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ქვეყნის ისტორიაში ამერიკის პრეზიდენტის ყველაზე სამარცხვინო იყო”

„პრეზიდენტ ტრამპის ეგოიზმისა და ავტოკრატიის მიმართ სიმპათიის შეფასება რთულია, თუმცა ნათელია, რომ ჰელსინკის სამიტი ტრაგიკული შეცდომა იყო. დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში არამხოლოდ უუნაროა, არამედ აღმოჩნდა, რომ მას ამის სურვილიც არ აქვს. თითქოს ტრამპი და პუტინი ერთი და იგივე სცენარით მოქმედებდნენ და პრეზიდენტმა თავისუფალი პრესის სამართლიანი კითხვებისგან ტირანის დაცვა გადაწყვიტა. ამით კი პუტინს ტყუილის პროპაგანდის კარგი პლატფორმა შეუქმნა“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

“ჯერ იყო 2008 წელს საქართველო…შემდეგ – ყირიმი, მთავარი ადგილი შავ ზღვაში და შემდეგ ომი უკრაინაში”-ზურაბიშვილი

roma sajaia

რა ხილვა ჰქონდა საქართველოს პატრიარქს?

იტალიიდან დაბრუნებული ქალი საკარანტინო სივრცეში გადასვლაზე უარს ამბობს(ვიდეო)

დატოვე კომენტარი