აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალურად დაეთანხმა „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მის მეორე საპრეზიდენტო ვადაზე წარდგენას. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე განაცხადა.
„დღეს, თქვენს წინაშე ვდგავარ და ვამაყობ თქვენი მხარდაჭერით, ვამაყობ იმ წინსვლით, რომელსაც ერთად მივაღწიეთ ბოლო ოთხი შესანიშნავი წლის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ იმ ნათელ მომავალში, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გველის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
Loading…
