1. ტრამპმა ხელი მოაწერა: ჯონ კენედის, რობერტ კენედის და მარტინ ლუთერ კინგის მოკვლის მასალებზე გრიფ საიდუმლოს მოხსნას.
2.გუშინ გამოიცა ტრამპის ახალი განკარგულება, რომლის შესრულება დაუყოვნებლივ დაიწყო. მთელი ქვეყნის მაშტაბით დაიწყო რეიდები კრიმინალურ უბნებში, არალეგალურ მიგრანტებზე. საქმეში ოფიციალურად ჩაერთო ამერიკის არმია.
გაცემულია ბრძანება შემდეგ 100 დღეში მოხდეს ამერიკიდან 1 მილიონი არალეგალი მიგრანტის დეპორტაცია. დღევანდელ დღეს უკვე ოფიციალურად დაკავებულია 538 ადამიანი.
ამ პროცესებში აქტიურად იქნება გამოყენებული ამერიკის არმიის C-130-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებიც.
3. არმიამ ოფიციალურად ჩაკეტა მექსიკის საზღვარი.
4. ცნობილი გახდა რომ უნგრეთი აპირებს, უარი თქვას თავის მუქარებზე- დაბლოკოს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების პროექტი. აღნიშნული გადაწყვეტილება ვიქტორ ორბანმა მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა.
5. აგრეთვე როგორც Telegraph-ი წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, თუ რუსეთი უარს იტყვის ომის შეწყვეტაზე, მაშინ დონალდ ტრამპი აპირებს 330 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცეს ამერიკული იარაღის შესაძენად.
6. იემენში მოქმედი ჰუსიტები ტერორისტებად გამოცხადნენ.
7. გაფორმდა საუდის არაბეთთან ხელშეკრულება რომლის მიხედვით საუდიტები 600 მილიარდების ინვესტიციებს ჩადებენ აშშ-ს ეკონომიკაში 2025 წელს და ეს ციფრი საბოლოოდ 1 ტრილიონ დოლარამდე ავა.