განცხადება/მიმართვა

დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ — კახა ოქრიაშვილი

კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების შემთხვევაში, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს ხელი.

ოქრიაშვილის თქმით, დოკუმენტი არ მოსწონს, თუმცა კომპრომისისა და პოლიტიკური კრიზისის გადალახვის გამო, შესაძლებელია, განიხილონ ხელმოწერა.

„ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია, თუ ხელის. მოწერაა, ხელი ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. უპირობოდ უნდა გამოუშვან და მან უნდა მოაწეროს ხელი. დოკუმენტი მე არ მომწონს, მაგრამ კომპრომისის და პოლიტიკური კრიზისის გადალახვის გამო, შესაძლებელია, განვიხილოთ ხელის მოწერა, მაგრამ ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ.

დღეს ჩემს თავს ვუსვამ შეკითხვას, დღეს, რომ პარლამენტში შევიდე, 6 თვეში ჩვენი ხალხი უკეთესად იცხოვრებს? ვერ იცხოვრებს, ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ასე მივიდა ივანიშვილი გასაოცარი დემოკრატობიდან ასლან აბაშიძემდე»-ირაკლი ოქრუაშვილი

ამ კონფლიქტში რუსეთი არის დამნაშავე — იენს სტოლტენბერგი

Joni Kvaracxelia

პროტესტს 2500-ზე მეტი მასწავლებელი უერთდება-იხილეთ განცხადება

roma sajaia

დატოვე კომენტარი