განცხადება/მიმართვა

„დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე“-ირაკლი კობახიძე

კობახიძის განცხადებით, მათ ოპოზიციას შესთავაზეს გირაოს გადახდის სანაცვლოდ 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის კანონის მიღება, თუმცა მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს.

„ბატონი დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით. კერძოდ, დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც გირაოს გადახდის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, თუმცა ოპოზიციამ ეს შეთავაზება არ მიიღო.

რაც შეეხება საარჩევნო ცვლილებებს “ქართული ოცნება” უახლოეს მომავალში საკუთარი პასუხისმგებლობით ოპოზიციის რადიკალური ნაწილთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშეც განახორციელებს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელებს მართლმსაჯულებაში ცვლილებებსაც, რომელიც ასევე შეტანილი იყო კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“ეს იყო ხელისუფლების შეცდომა…”-საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

Joni Kvaracxelia

„მშობელმა უნდა განსაზღვროს, ისწავლოს თუ არა მისმა შვილმა სქესობრივი აღზრდის საგანი”-დეკანოზი დავით ისაკაძე

პანიკის საფუძველი არ არის…სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში-მინისტრის განცხადება

roma sajaia

დატოვე კომენტარი