განცხადება/მიმართვა

დმიტრო კულება – უკრაინას აქვს საკმარისი იარაღი, რომ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყოს

კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, კონტრშეტევა უკრაინას მოუტანს გამარჯვებას, რომელიც მას ნატო-ში გასაწევრიანებლად სჭირდება.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა უკრაინამ კონტრშეტევა, კულებას პასუხი არ გაუცია, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ როდის დაიწყო, არამედ ის, რომ ეს უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ნატო-ში გაწევრიანებაზე.

„ნატო-ს წევრობა ვერ შეაჩერებს ამ ომს, მაგრამ შეაჩერებს შემდგომ ომებს. სწორედ ამიტომ, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა არის იმ მომენტამდე მისვლა, როდესაც უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი“, – განაცხადა კულებამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა შახტი დაიხურება. ადამიანის და მოქალაქის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას”

“კომისიის მსვლელობის ძალიან დიდი მადლობელი ვარ საზოგადოებამ ნათლად დაინახა ვინ არის მკვლელი ის აფარებენ ხელს და ვინ აფარებს ხელს”

დატოვე კომენტარი