კრიმინალი

დმანისში ენმ-ს მხარდამჭერის დაჭრის ბრალდებით ქართული ოცნების კანდიდატის შვილი დააკავეს

დმანისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის დაჭრის ბრალდებით ქართული ოცნების კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დაკავებულმა 21 სექტემბერს დანით სახის არეში დაზიანებები მიაყენა ენმ-ს მხარდამჭერებს.

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის მუხლებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება დმანისში გუშინ, 21 სექტემბერს წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მოხდა. ქართული ოცნების მხარდამჭერები ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, დაჭრილია 2 ადამიანი.

Loading…

მსგავსი პოსტები

ავარია ქედაში. შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის — რა იცის ნიკა გვარამიამ ზუგდიდის მოვლენებზე

ტაქსის მძღოლი მოკლა, ცხედარი მანქანაში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა- შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი