თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით დიღმის მიმართულებით შეიძლება მიწისზედა მეტროს პროექტი განხორციელდეს.
„უახლოეს მომავალში აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური ფონდი თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. ჩვენ გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა და იმ რაიონების სრული სურათი მივიღოთ, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა და პრობლემას წარმოადგენს. კვლევის შედეგად ვნახავთ, თუ რისი გაკეთებაა საინტერესო ამ რაიონებში. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, შეიძლება ეს იყოს მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით არის სერიოზული მოსაზრება, რომ მიწისზედა მეტროს განხორციელება შესაძლებელია. შესაბამისად, კვლევა ჩვენ გვაჩვენებს, ყველაფერს, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით განვვითარდეთ. რამდენიმე კვირაში დაიწყება კვლევითი სამუშაოები და გვექნება სრული სურათი, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს,“ — განაცხადა კახა კალაძემ.