„პოლიტიკაში შეიქმნა ერთგვარი ვაკუუმი. პოლიტიკური გარემო აბსოლუტურად ისტერიული ხდება, ტოტალური გაყალბებები, ისეთი ქმედებები, რომელიც დაკავშირებული იყო ბოლო 2 არჩევნების წარმოების პროცესთან. მე დავინახე, რომ ასეთი ტიპის საარჩევნო გარემოში, ამ ტიპის პოლიტიკურ ველში ბრძოლა ძალიან ხშირ შემთხვევაში ემსგავსება ქარის წისქვილებთან ბრძოლას“, — ეს ის მიზეზებია რამაც დიმირტი ლორთქიფანიძეს დაატოვებინა პოლიტიკა.
როგორც იცით ლორთქიფანიძე «დემოკრატიული» მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი იყო, თუმცა სულ მალე ის გაწყვეტს ყველა პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობას თუმცა აპირებს, რომ იყოს საზოგადოებრივად აქტიური და აიღოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
«ლიბერალთან» ინტერვიუში მან განაცხადა, რომ: „მე მაქვს ამის გამოცდილება როგორც უფლებადაცვით, ასევე სხვადასხვა მიმართულებით და მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ ყველამ, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ქვეშ რომ განვავითაროთ შემდგომი ქმედებები. არ არის აუცილებელი, რომ ეს მოხდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წიაღში“.