დიდმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას მოუწოდებს მოემზადოს 2020 წლის არჩენებისთვის რომელიც შერეული წესით იქნება ჩატარებული. «2020 წლის არჩევნების სისტემას არ ვეხებით. ოპოზიცია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. უმჯობესია, არჩევნებისთვის მოემზადონ, მაგრამ, თუ კანონს დაარღვევენ, კანონი გასცემს პასუხს. არავითარი მოდელი არ იქნება, იმიტომ რომ ეს არის შეუსაბამო კონსტიტუციასთან გუშინდელი ჩვენი შეთანხმება ლიდერთან დღეს გავაცანით უმრავლესობას. უმრავლესობაშიც შედგა ის შეთანხმება, რაც იყო გუშინ. ის, რომ ჩვენ, მაჟორიტარები არ შევეხებით 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლას და ის დარჩება შერეული სისტემით, როგორიც არის დღეს. პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ და 200 000 ხმის მოგროვებას.
ჩვენ გვაქვს მეტი დრო, შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს საინიციატივო ჯგუფთან ერთად და დავიწყებთ ხალხში გასვლას.
რაც შეეხება ხალხის გამოკითხვას, ის ჩატარდება 2020 წლის არჩევნებთან ერთად, რომ არ იყოს ზედმეტი ხარჯი, ან 2021 წელს. შესაბამისად, როგორიც იქნება ხალხის დამოკიდებულება, იმის მიხედვით გავაგრძელებთ მოქმედებას» განაცხადა ხუნდაძემ.