დიდი უმრავლესობით ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე

0
123

ფაქტები.ჯი-ს ვებპორტალზე ჩატარდა მომხარებელთა გამოკითვა. კითხვა ფორმულირდება შემდეგნაირად: პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად:

ყველა კანდიდატზე განაწყენებულია და არც ერთ მათგანს არ აძლევს ხმას გამოკითხულთა 20% (2538 ვიზიტორი);

ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩა პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი. მას გამოკითხულთა 3% (353 ვიზიტორი)-ის ხმები ერგო წილად.

პირველი სამი ადგილი გადანაწილდა შემდეგნაირად:

მესამე ადგილზე გავიდა დავით ბაქრაძე 7% (850 ხმა);

მეორეზე ადგილი ვიზიტორებმა მიუჩინეს სახელისუფლებო გუნდის მიერ მხადაჭერილ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს 8% (1041 ხმა);

გამოკითხულთა შორის ლიდერობს გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 41% (5 163 ხმა);

ფაქტები.ჯი-ს მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოდ, რომ დაინიშნება მეორე ტური, სადაც კენჭს იყრიან გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო ინტერნეტ პროტალზე “paqtebi.ge” გამოკითხვები დაიწყო 2018 წლის 22 აგვისტოს სადაც მონაწილეობა მიიღო 12 586 ვიზიტორმა.

გამოკითხულთა შორის მოხვდნენ ისეთი პიროვენბები, რომლებმაც ვერ/არ გაიარეს რეგისტრაცია, რისთვისაც ჩვენს მკითველს ვუხდით ბოდიშს.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ