მსოფლიოში

დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს. დედოფალი ელისაბედ მეორე დაიბადა 1926 წლის 6 თებერვალს, იორკის ჰერცოგ ჯორჯისა და მისი მეუღლის, ელისაბედის ოჯახში. ელისაბედმა განათლება მიიღო სასახლეში. მამამისი ტახტზე ავიდა 1937 წელს, ხოლო მისი მემკვიდრე სწორედ ელისაბედი იყო. ელისაბედი 1947 წელს დაქორწინდა პრინც ფილიპზე, რომლისგანაც ჰყავს ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს. ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქია. ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაური იყო.

Loading…

მსგავსი პოსტები

სენსაცია! იაპონელებმა ჭკვიანი მაისური შექმნეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა

მიწისძვრა ტაივანში

დატოვე კომენტარი