«დიდი ბოდიში, მაგრამ ესაა მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება?»-რაზე წერს ნიკა გვარამია?

0
2574

«მთავარი არხის» გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

«2 დღეში სამი მოსმენით მიღებული რეპრესიული კანონის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არ არიან შესული ხელმომწერი პარტიები პარლამენტში? ან სუსის უფროსი ლილუაშვილის მოსმენაზე დასასწრებად და მისთვის უმძიმესი კითხვების დასასმელად?
დიდი ბოდიში, მაგრამ საპარლამენტო მუშაობა ვისაც უნდა, ის სესიებს ესწრება და, თუ ვერაფერს ცვლის, ხელისუფლებას დისკომფორტს მაინც უქმნის.
პრაქტიკულად არავინ კომიტეტებზე, მარტო ანა ნაცვლიშვილი სხდომათა დარბაზში — ესაა მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება? ბოდიში, ძალიან არა მგონია.
და მთავარი და ძალიან უხერხული (რბილად რომ ვთქვათ) — ჯერჯერობით არც ერთი განცხადება ქვეყნის უნათლესი თავის და დიდი პატრიოტის — გიორგი მუმლაძის დაკავებაზე (მერამდენე!). ბიჭის, რომელიც ყველანაირი დევნის ქვეშაა და რომელიც ერთერთია, ვინც მიშელის დოკუმენტის არსებობა და მისი აქ ჩამოსვლა საერთოდ შესაძლებელი გახადა. აი ამ ბიჭზე — ჯერჯერობით დუმილი.»

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ