პოლიტიკა

დეპუტატი თამარ ჩარკვიანი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩისკის შეხვდა

15 ოქტომბერს, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა და პარტიის «კანონი და სამართალი» თავმჯდომარემ, თამარ ჩარკვიანმა საგანგებო შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩისკისთან გამართა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს, ხანგრძლივ შეხვედრაზე განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება იყო, რომელიც ცნობილი 15 დეკემბერს გახდება. ასევე, საუბარი პუტინის პირადი პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შეეხო. «მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ევროკავშირის მონაპოვარი დადებითი რეკომენდაციის ნაწილში არ დაკარგოს და მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთოს სტატუსის მოსანიჭებლად. ეს რუსული აგრესიისგან გათავისუფლების ერთადერთი გზაა და ამ საკითხზე ზრუნვა წმინდა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. გარდა ამისა, ვისაუბრე მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც პუტინის პირადი პატიმარია და საქართველოში ის სანქცირებული პროკურორისა და მოსამართლეების მიერ არის მსჯავრდებული. ასევე, საყურადღებოა უკრაინის ეკონომიკური განვითარების მიზნით, პრეზიდენტი ზელინსკი და რადა როგორ იყენებენ სააკაშვილის გამოცდილებას — დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ მეღვინეობის განვითარების რეფორმა დაამტკიცა, რომლის ავტორი სააკაშვილია. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩისკის ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრისა და ქართულ სახელმწიფოზე ზრუნვისთვის,» — თამარ ჩარკვიანი.

მსგავსი პოსტები

საარჩევნო უბნები გახსნილია

Joni Kvaracxelia

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში მიემგზავრებიან

roma sajaia

ელენე ხოშტარიამ «ევროპული საქართველო» დატოვა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი