დეპუტატი თამარ ჩარკვიანი უნგრეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

0
128

საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ ჩარკვიანმა უნგრეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ანიკო ფარკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მომავალ არჩევნებზე და საქართველოში განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში რეფორმები უნდა ჩატარდეს, რათა დასავლური ტიპის სახელმწიფო მივიღოთ. სწორედ ამაშია საქართველოს გადარჩენის ფორმულა. დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით აღვნიშნე, რომ მე მხოლოდ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მშვიდობიანი მსვლელობის მომხრე ვარ. გვინდა, რომ დასავლეთმა რაოდენობრივად დაინახოს, რომ რადიკალურად სხვა ვითარებაა 9 წლის თავზე საქართველოში. ვისაუბრეთ ასევე მომავალ არჩევნებზე, რომელიც დემოკრატიულ ფორმატში უნდა ჩატარდეს“, — განაცხადა შეხვედრის შემდეგ თამარ ჩარკვიანმა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ