მსოფლიოშიპროტესტი

დემონსტრაციები ბულგარეთში

ბულგარეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა საბერძნეთის საზღვრისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი ჩახერგეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისა და ქვეყნის მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დემონსტრანტებმა ქალაქ ბლაგოევგრადთან ახლოს გამავალი საავტომობილო გზა საათნახევრის განმავლობაში დაბლოკეს.

აქციის მიმდინარეობისას, ადგილზე გააგზავნეს პოლიციის დამატებითი ძალები, რომლებმაც დემონსტრანტების გზიდან გადაყვანა შეძლეს. ანტისამთავრობო მიტინგები ბულგარეთში 9 ივლისის შემდეგ მიმდინარეობს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ბელარუსში აქციის დაშლისას დაჭრილი 43 წლის კაცი გარდაიცვალა

G7-ის ლიდერების ახალი პირობები

«Amber Burn» ლიეტუვაში

დატოვე კომენტარი