ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ახალი ქურთუკი, რომელზეც ქართველი პოეტების სახელებია დატანილი, უკვე გაყიდვაშია, ონლაინ მაღაზიაში მისი ფასი 2,035 ევროა.
ქურთუკის მკლავზე აგრეთვე არის წარწერა სოხუმი 93 და გალაკტიონის ლექსი «მე და ღამე»
აღნიშნულის შესახებ, სადაც ქურთუკზე დატანებული პოეტების ვინაობის განმარტებაა. დიზაინერმა საკუთარ «ინსტაგრამზე» გამოაქვეყნა მოკლე განმარტებები:
„Vetements-ის ჯინსის ქურთუკი ქართველი პოეტების სახელებით. გსურთ იცოდეთ ვინ არიან ისინი?
შოთა რუსთაველი — შუასაუკუნეების ქართველი პოეტი. ის ითვლება საქართველოს ოქროს ხანის გამოჩენილ პოეტად და ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს ავტორად. რუსთაველი ავტორია წიგნისა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ითვლება საქართველოს ეროვნულ ეპიკურ პოემად.
ვაჟა-ფშაველა — ქართველი პოეტისა და მწერლის ლუკა რაზიკაშვილის ფსევდონიმი, ის ითვლება ქართულ ლიტერატურაში ყველაზე მაღალი დონის პატრიპტად და ავტორად.
გალაკტიონ ტაბიძე იყო მეოცე საუკუნის წამყვანი ქართველი პოეტი, რომლის შემოქმედებამაც დიდი გავლენა მოახდინა შემდეგი თაობის ქართველ პოეტებზე“-აღნიშნულია დემნა გვასალიას ინსტაგრამზე.