სოცქსელი

დეკანოზ გიორგი შალამბერიძის ოჯახი და მრევლი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში დეკანოს გიორგი შალამბერიძეს გადასარჩენად საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებს.

“ეს დღეები ზუსტად ამ დიდ პრობლემაზე (სასულიერო პირის ხელფასის, ჯანმრთელობის და საპენსიო დაზღვევის არ არსებობა საქართველოს ეკლესიაში) ვწერდი და აი კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითი:

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ გიორგი შალამბერიძეს, მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა – სასულიერო პირი ფილტვისა და თავის სიმსივნეს ებრძვის.

დეკანოზს გერმანიაში მკურნალობა ესაჭიროება, რომელიც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული; მისი გადახდის საშუალება კი ოჯახს არ აქვს.

დეკანოზ გიორგი შალამბერიძის ოჯახი და მრევლი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე: GE23BG0000000194857100

გთხოვთ გააზიარეთ, რომ უპატრონობის, დაუფინანსებლობის და გულგრილობის გამო კიდევ ერთი ადამიანი, მღვდელი, არ გარდაიცვალოს.”-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

დეკანოზ გიორგი შალამბერიძე 👇👇👇

Loading…

მსგავსი პოსტები

“შვილმოკლული მამების აქციასთან დაპირისპირება იგეგმება”-ელისო კილაძე

“აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა ორივე იდაყვის სახსარში, აღუდგა ყლაპვის ფუნქცია”-რა ფოტოებს აქვეყნებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე?

“მიშა უფრო რონალდუა თუ უფრო მესი”

დატოვე კომენტარი