დეკანოზი: როგორ უნდა იდღესასწაულოს ილია მეორემ, როდესაც გუშინ თბილისში კაცი ქუჩაში გაიყინა

0
73

«პატრიარქობის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსობის 44 წლისთავი და შობა-ახალიწელი როგორ უნდა იდღესასწაულოს ილია მეორემ თავის უზარმაზარ, ანტიკვარიატით გამოტენილ სასახლეში, როდესაც გუშინ თბილისში სოხუმიდან დევნილი უსახლკარო კაცი ქუჩაში გაიყინა?! რატომ არაა «ერის სულიერი მამის» სასახლის კარი ღია უპატრონო და მიუსაფარი ადამიანებისათვის?! რატომაა თბილისის ასობით ეკლესიის და ათობით მონასტრის კარი დაკეტილი გლახაკთათვის?! დღეს ფუფუნებაში და მილიონებში ჩაძირულმა საქართველოს საპატრიარქომ და მისმა ეკლესიამ ქრისტეს დაუკეტა კარი. ამის მერე ძნელია კალაძეზე, ღარიბაშვილზე და ივანიშვილზე ვისაუბროთ და რაიმე მორალური პასუხისმგებლობა მოვთხოვოთ, როდესაც ეკლესიის იერარქიაა პირველი მაგალითია მოყვასის უარყოფის და ქრისტეს ღვთაებრივი სწავლების დავიწყებისა.»-აღნიშნულთან დაკავშირებით  დეკანოზი ილია ჭიღლაძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ